რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას დათანხმდება, თუ უკრაინის არმია იარაღს დაყრის - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ პუტინი დათანხმდება უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას იმ პირობით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. 

ამის შესახებ მან ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანკსის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ბრიფინგზე განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთებშიც რუსი ოკუპანტები ქალაქებს ბომბავენ ლავროვმა თქვა, რომ "არავინ აპირებს უკრაინის ოკუპაციას".

 

მან თქვა, რომ ზელენსკიმ "თავად გაუშვა ხელიდან უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა".

აგრესორი ქვეყნის საგარეო მინისტრი, ამტკიცებს რომ "რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია, უკრაინის ხალხი იყოს დამოუკიდებელი" და რომ მათი ქმედებები "უკრაინის დემილიტარიზაციას უზრუნველყოფს".

ლავროვის თქმით, რუსეთს სურს უკრაინის მოქალაქეებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი