უკრაინის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ სამხედრო ძალებს ასაკის მიუხედაავდ. 

"არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა" - ნათქვამია განცხადებაში, რაც მიუთითებს, რომ რეკრუტირებაში შესაძლოა, არასრულწლოვანებიც დაუშვან.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მოხალისეთა რიგებს 60 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეუერთდებიან:

"მე გადავწყვიტე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების მეთაურთან შეთანხმებით, ჩამერთო პატრიოტთა ჯარში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც მორალურად და ფიზიკურად მზად არიან წინააღმდეგობის გაწევისთვის და მტრის დასამარცხებლად", - წერს რეზნიკოვი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 18,000 საბრძოლო მასალა და იარაღი დაარიგეს კიევის რეგიონში, რეზერვისტებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი