
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც შეეხებო, მათ შორის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას.
"ვესაუბრე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიაში იოშიმასას. მადლობელი ვარ იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის. რუსეთის გათიშვა SWIFT-დან აუცილებელია და ეს იაპონიის ინტერესებში შედის. ჩვენ,ასევე, განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გზები",- წერს კულება.