რუსეთის სამხედრო ოპერაციები ტვინებს კარგად წმენდს, ლიდერები უფრო ჭკვიანები ხდებიან - ღარიბაშვილს "ვრემია" აქებს 

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ მოსკოვისთვის აღმოჩნდა მისაღები. საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიციას რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა „ვრემია“ გამოეხმაურა.

რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები ტვინებს კარგად წმენდს და ლიდერები უფრო ჭკვიანები ხდებიან - აცახდებენ გადაცემის წამყვანები და კმაყოფილებას ვერ მალავენ, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეუერთდეს დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.

ღარიბაშვილის განცხადებით კმაყოფილია პუტინის კიდევ ერთი პროპაგანდისტი, "რაშა თუდეის" რედაქტორი  და წერს  - "მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი