
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ დასრულდა დრო, როდესაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან "შეშფოთების" გამოთქმა საკმარისი იყო და ახლა ნატომ მტკიცე და სერიოზული პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
"ევროკავშირი და დასავლეთის ქვეყნები არ აფიქსირებენ სერიოზულ და მტკიცე პოზიციას. ნაცვლად ამისა, ისინი მუდმივად რჩევებს აძლევენ უკრაინას. ეს კი არანაირ შედეგამდე არ მიგვიყვანს. როდესაც ვუყურებ რა ნაბიჯები გადაიდგა, ვხვდები, რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ შეშფოთებისა და დაგმობების სერია, ნატომ ახლა უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას",- ამბობს ერდოღანი.