რუსეთი ზღუდავს Facebook-ზე წვდომას უკრაინაში ომის შედეგების გამო - independent

გამოქვეყნდა:

რუსეთი ზღუდავს ფეისბუქზე წვდომას უკრაინაში ომის შედეგების გამო- independent-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოიცავს რეალურად ეს შეზღუდვა.

ქვეყნის კომუნიკაციების მარეგულირებელმა (როსკომნადზორმა), როგორც ჩანს, შემოიღო შეზღუდვები კომპანია Meta-ს მიერ განხორციელებული ცვლილებების საპასუხოდ.

მეტამ თქვა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მკაცრად შეამოწმებს რუსული მედიასაშუალებების ანგარიშებს, რაშიც რუსეთის ხელისუფლებამ "ცენზურა" დაინახა და Facebook-ი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი