
იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიელ კოლეგასთან და ლუიჯი დი მაიოსთან: ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას - წერს კულება.
შეგახსენებთ, რუსეთის Swift-დან ჩახსნის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს გერმანიაც. ამ ინფორმაციას უცხოური მედია გერმანიის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.