ოდესის თავზე უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის საზოგადოებრივი შტაბის სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, ოდესის თავზე უკრაინელებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

მისი თქმით, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად, სუ-30-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ასევე, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო აფეთქებები, რომლებიც ქალაქში გაისმა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხმები იყო - "ჩვენმა სამხედრო ძალებმა ოდესის გარეუბანში მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს" - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი