ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები ჩერნიგოვისა და ჟიტომირის მიმართულებით ისროლეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა მიზანში ამოიღეს ქალაქი ჩერნიგოვი, რომელსაც ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტა ესროლეს. შეტევის დროს 16 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სტომატოლოგიური კლინიკა და კინოთეატრი.

ინფორმაცია თავდასხმის შესახებ ოფიციალურმა კიევმა გაავრცელა.

დადასტურებულია ცნობები, რომ ისკანდერი ბელარუსის ტერიტორიიდან ჟიტომირის აეროპორტის მიმართულებითაც გაისროლეს. საპასუხოდ, უკრაინულმა არმიამ ჟიტომირის რაიონში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბუკი გაანადგურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი