ამერიკა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დაახლოებით $54 მილიონს გამოუყოფს. დაფინანსებიდან თითქმის 26 მილიონი აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გადასცემს, 28 მილიონ დოლარს კი აშშ საერთაშორისო განვითარები სააგენტო.
"შეერთებული შტატები უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული დონორია და ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება ახლა დაახლოებით 405 მილიონი დოლარს აღწევს დაუცველი თემებისთვის მას შემდეგ, რაც რვა წლის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა", - წერია განცხადებაში.
აშშ მიესალმება მეზობელი ქვეყნების სტუმართმოყვარეობას, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს იღებენ და აცხადებს, რომ დიპლომატიურად ცდილობენ მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რათა საზღვები ღია იყოს.
"ჩვენ მივესალმებით სხვა დონორების წვლილს ამ კრიზისის საპასუხოდ და მოვუწოდებთ სხვებს, გულუხვად დაუჭირონ მხარი დაუყოვნებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებს უკრაინასა და რეგიონში", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში მე-5 დღეა ომი გრძელდება: