Google და YouTube რუსულ სამთავრობო მედიებს თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს

გამოქვეყნდა:

Google-მა შაბათს რუსეთის სახელმწიფო მედი RT-ს და სხვა არხებს საკუთარ პლატფორმებზე მონეტიზაცია შეუჩერა. იგივე გადაწყვეტილებმა მიიღო YouTube-მაც მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

გარდა ამისა, რუსული მედია ვერ შეძლებს რეკლამების შეძენას Google Tools-ის მეშვეობით ან რეკლამის განათავსებს Google სერვისებზე, როგორიცაა Search და Gmail, განაცხადა სპიკერმა მაიკლ აციმანმა.

"ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ახალ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს", - თქვა მან. 

ცნობისტვის, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა. 

YouTube ამბობს, რომ RT და რამდენიმე სხვა არხი უკრაინაში აღარ იქნება ხელმისაწვდომი უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი