
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ეშინიათ, რადგან რუსეთი შესაძლოა უკრაინაზე არ გაჩერდეს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ ახლა საყურადღებოა საქართველო და მოლდოვა.
"გვანერვიულებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მთელ რეგიონში. გვეშინია, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და რუსეთის გავლენა შეიძლება ამუშავდეს მოლდოვასა და საქართველოშიც. ასევე, გავლენა ექნება დასავლეთ ბალკანეთზე. ასე რომ, მოგვიწევს დიდი ყურადღების მიქცევა თუ რა ხდება იქ. ვგეგმავ მოლდოვაში ვიზიტს, როგორც უკრაინას ვეწვია ამ წლის პირველ დღეს", - თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ისტრიაში პირველად, გაერთიანება იარაღს შეისყიდის და უკრაინას მიაწვდის. გარდა ამისა, მოსკოვის მიმართ მკაცრი სანქციები უკვე ამოქმედდა, მთლიანად ჩაკეტილია ევროპის ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.