უკრაინის ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია - დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქი ბერდიანსკი დროებით ოკუპირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ცნობებით, ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

ეს არის ოპერატიული ინფორმაცია დილის 7:00 საათისთვის ბერდიანსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციისგან:

  • ბერდიანსკში, ქალაქის აღების ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. 
  • ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა.
  • ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.
  • მუშაობს რამდენიმე კომუნალური მომსახურება.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.

 დილიდან სამხედრო ძალების მოძრაობა ოსიპენკოს თემშიც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი