ვატიკანი მზადაა "ხელი შეუწყოს" უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგს ომის დასასრულებლად. ამ თემაზე განცხადება ორშაბათს სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. 

მან გაზეთ Corriere della Sera-ს განუცხადა, რომ "მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ და ყოველთვის არის ადგილი. არასდროსაა გვიან".

პაროლინმა დასძინა, რომ ვატიკანი "დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის მოვლენებს". მისი თქმით, შეთავაზება ეხება "მის სურვილს ხელი შეუწყოს რუსეთთან დიალოგს, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მხარეებს ამ გზის აღდგენაში".

რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას კიდევ ერთხელ ისაუბრა კონფლიქტის შესახებ თავის ყოველკვირეულ ლოცვაზე და სთხოვა მორწმუნეებს ილოცონ და მოუწოდა ყველას 2 მარტი უკრაინაში მშვიდობისთვის მარხვისა და ლოცვის დღეს აქციონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი