ავსტრალია უკრაინას სამხედრო დახმარებაში 50 მილიონი აშშ დოლარის წვლილს შეიტანს.

პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა სამშაბათს განაცხადა, რომ თანხა მოხმარდება როგორც ლეტალურ, ასევე არალეტალურ დახმარებას.

"ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მათ მხარდაჭერაზე უკრაინაში საკუთარი სამშობლოს დასაცავად", - თქვა მან.

მორისონი ამბობს, რომ მისი მთავრობა ასევე გამოუყოფს 35 მილიონი ავსტრალიური დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი