"ჩვენი ქმედებები თავდაცვაა" - რუსეთის სკოლებში სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად

გამოქვეყნდა:

რუსეთის სკოლებში დღეს სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება, რომლის მიზანიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამართლებაა. მოსწავლეებს აუხსნიან, რომ რუსეთი თავს იცავს.

პედაგოგები მოსწავლეებს უკრაინაში, "სპეციალური სამხედრო ოპერაციისა" და ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ მოუყვებიან. კრიტიკის საგანი იქნება ანტისაომარი აქციისკენ მოწოდებები.

სახელმძღვანელო დოკუმენტში წერია, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო არასოდეს არსებობდა, რომ ის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სწორედ რუსეთმა შექმნა, თუმცა 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში პროამერიკული ჯგუფი მოვიდა და მას შემდეგ უკრაინას გარედან მართავენ - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

სწორედ ხალხზე ზრუნვითა და ნატოს საფრთხით უნდა ახსნან მასწავლებლებმა ის მოვლენები  რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი