
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო დღეებში და საათებში რუსეთი უკრაინაში არაადამიანურ დაბომბვებს დაიწყებს. მისივე თქმით, ზუსტად იცის, რომ უკრაინა არ დაეცემა.
"შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ეს ასე იქნება. ჩვენ უნდა ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა. [...] დღეს ხვალ და ზეგ ჩემს სახლზე და ასევე 3.5 მილიონი ადამიანის სახლზე, კიევზე, იქნება მიტანილი არაადამიანური შეტევები, დღეს უკრაინას, როგორც არასდროს, სჭირდება თითოეული ადამიანი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე თემაზე: