"გვითხარით, რომ ჩვენ გვერდით იქნებით, დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ" - ზელენსკის მიმართვა ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ევროკავშირის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. ბრიუსელში უკრაინის განაცხადს განიხილავენ, სხდომას პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინ ჩაერთო. სხდომა სწორედ მისი ემოციური სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა. 

უკრაინის პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ფეხზე წამოუდგნენ.

ზელენსკი ამბობს, რომ დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანა გაერთიანდა და რუსები ფასს გადაიხდიან იმ ტრაგედიისთვის, რომელიც უკრაინაში დაატრიალეს. მისი თქმით, ფასი მაღალი იქნება.

"გვითხარით, რომ თქვენ იქნებით ჩვენ გვერდით, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენ არ მიგვატოვებთ და ამიტომ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე და სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე", - თქვა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს. 

სხდომა გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი