
ჟენევაში, გაეროში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვის გამოსვლა ევროპელმა და ევროპის მოკავშირე ქვეყნების დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დიპლომატებმა ამ ჟესტით უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს.
საფრანგეთის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათობით ოფიციალური პირი ტოვებს დარბაზს.
ლავროვი სიტყვით ონლაინ, ვიდეოფორმატით ჩაერთო, რადგან დაწესებული სანქციების გამო, ის ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე დასასწრებად ვერ გაფრინდა.