ნეიტრალურმა შვეიცარიამ სანქციებს მხარი დაუჭირა, არ მესმის სხვა ქვეყნები რას ელოდებიან - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დღევანდელ მიმართვაში ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ნეიტრალური შვეიცარიაც კი აწესებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყოს ვინმე:

"გუშინ ევროკავშირი ფეხზე დადგა და უკრაინელ ხალხს ტაში დაგვიკრა... ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურები დავიწყეთ. წარმოიდგინეთ, ნეიტრალურმა შვეიცარიამ, რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა, ვიმეორებ - ნეიტრალური შვეიცარია. არ მესმის სხვა ქვეყნები რას ელოდებიან. ახლა არ შეიძლება ნეიტრალურ პოზიციაზე იყო." ამბობს ზელენსკი.

​შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 1 მარტს,  ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა 

ზელენსკის მიმართვა ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი