"უარი თქვა ყოფილიყო ეშმაკის ადვოკატი" - ევროსასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ადვოკატის უარი რუსეთს

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველების განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შემაკავებელი ზომები გამოსცა. 

"თუკი აქამდე სასამართლო ორ მხარეს მიმართავდა ხოლმე, რომ ომის დროს რომ თავი შეეკავებინათ აგრესიის გამოხატვისგან, ახლა, ამ განცხადებაში პირდაპირ რუსეთია მოხსენიებული. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო დონეზე, აღიარება იმისა, რომ დღეს რუსეთი სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან დიდ დანაშაულს და პუტინი აკეთებს ამას", - ამბობს GDI-ის თავჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

იურისტების შეფასებით, აღსანიშნავია ადვოკატის, ალან პელეს გადაწყვეტილებაც, რომლითაც მან რუსეთის ინტერესების დაცვაზე უარი თქვა. ალან პელე ცნობილი საერთაშორისო საჯარო სამართლის ადვოკატია და აქამდე რუსეთს წარმოადგენდა საერთაშორისო სასამართლოში.

"მან თავისი რეპუტაცია ერთგვარი საფრთხის წინაშე დააყენა. რეალურად თქვა უარი, ყოფილიყო ეშმაკის  ადვოკატი", - ამბობს საიას ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი.

ჰააგის სასამართლომ კი უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და სხდომას ორშაბათს გამართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი