
თუ ომის შესაჩერებლად საჭიროა, ციხეები გავავსოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ - მიმართვას რუსი ხალხისთვის ციხიდან ავრცელებს პუტინის ოპონენტი ალექსეი ნავალნი და მოქალაქეებს მოუწოდებს გამოვიდნენ ქუჩებში და გააპროტესტონ რუსული აგრესია:
"პუტინი არ არის რუსეთი და თუ არის ახლა რუსეთში რამე, რითიც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს არის ის 6 835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან - ყოველგვარი მოწოდების გარეშე, გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით "არა ომს...
წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეებში 19:00 საათზე და 14:00 საათზე შაბათ-კვირას...
ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. ვიყოთ ომის წინააღმდეგი. ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ." წერს ნავალნი "ინსტაგრამზე"