ხარკოვის ოლქის ქალაქში დაბომბვას 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში განგაშის სიგნალები ისმოდა. რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა დედაქალაქში - სარაკეტო დარტყმა კიევში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო "იბისას" შორის იყო. 

აფეთქების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გაზის მილსადენი დაბომბეს. 

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში კი დაბომბვას 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. მერის მოადგლე ამბობს, რომ ქალაქის ცენტრს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მთავრობის შენობაზე თავდასხმისას კი პოლიციელები დაშავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი