რუსეთთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარების ადგილი შეიცვალა - არახამია

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი ბელოვეჟსკში აღარ გაიმართება. ინფორმაციას ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენელი, დავით არახამია ავრცელებს და Facebook-ზე წერს, რომ მოლაპარაკებები შედგება, თუმცა სხვა ტერიტორიაზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია და კადრებიც, რომ რუსეთის დელეგაცია შეხვედრის ადგილისკენ მიემართებოდა და უკრაინული მხარის მოლოდინში იყო.

ჯერჯერობით მეორე რაუნდის გამართვის ადგილი და დრო უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი