
ოთხშაბათს ღამით და ხუთშაბათს დილით ძლიერი აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში.
სულ მცირე ოთხმა ძლიერმა აფეთქებამ ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გაანათა ღამის ცა.
უცნობია რა იყო თავდასხმის სამიზნეები, რამდენი ადამიანი დაშავდა.
აფეთქებები კიევის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მომხდარი მასიური თავდასხმის შემდეგ მოხდა. თავდასხმის ადგილი ძლიან ახლოსაა იმ ტერიტორიასთან, სადაც ასობით ევაკუირებული აფარებს თავს.
ოფიცილური პირების ცნობით, დაზიანებულია მთავარი მილსადენი. კიევის მერი ამბობს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
ოკუპანტის სამიზნე დედაქალაქთან ერთად, ისევ ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და ოდესაა.