კიევისკენ მიმავალი რუსების კოლონა გაჩერებულია - სავარაუდოდ, მათ საკვები და საწვავი ეწურებათ

გამოქვეყნდა:

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ასობით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად "გაჩერებულია". 

"მათ ჩვენი საუკეთესო შეფასებით ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს ბოლო 36 საათში", - თქვა მან პენტაგონის ბრიფინგზე.

მისივე თქმით, შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების გადაჯგუფებით, პროგრესის გადაფასებით, რომლისთვისაც მათ არ მიუღწევიათ და იმით, თუ როგორ აინაზღაურონ დაკარგული დრო.

მან დასძინა, რომ "ლოჯისტიკისა და მდგრადობის გამოწვევები" და "უკრაინელების წინააღმდეგობა" ასევე ფაქტორებია.

BBC წერს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ. რუსეთის ხელში ჩავარდნილი რეგიონების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოკუპანტები ანადგურებენ სუპერმარკეტებს, რადგან მათთვის მიწოდებული საკვები ვადაგასულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი