
შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი ისევ თავდასხმის მთავარი ეპიცენტრია. ქალაქის მერმა მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ დაჭრილებიც კი ვერ გაჰყავთ ქუჩებიდან და ბინებიდან, რადგან დაბომბვა არ წყდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა სამოქალაქო პირებს, დატოვონ ქალაქი ე.წ. "მწვანე დერეფნის" გავლით.
ამასთან, დღეს, პრორუსი მეამბოხეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი "მიზანმიმართულ დარტყმებს" განახორციელებენ ქალაქზე, თუ იქ მყოფი უკრაინული ძალები არ ჩაბარდებიან.