პარტნიორებო, ვისაც არ მოგიწოდებიათ სამხედრო თვითმფრინავი, როგორ შეგიძლიათ დაიძინოთ...? - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს იმ დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავით არ დახმარებიან. მისი თქმით, უკრაინელები გმირულად იცავენ ცას, თუმცა რუსეთს ამ კუთხით მაინც აქვს უპირატესობა:

"ძვირფასო პარტნიორებო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოგიწოდებიათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავი: როგორ შეგიძლიათ დაიძინოთ, როდესაც უკრაინელი ბავშვები ბომბების ქვეშ არიან მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვში, სხვა ქალაქებში? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე. გააკეთეთ!" წერს კულება ტვიტერში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი