NATO არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, თუმცა ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ყველა ჩვენს მოკავშირეს - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შეხვდნენ.

ენტონი ბლინკენმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და კონფლიქტს არ ეძებს, თუმცა თუ კონფლიქტი მოხდა, ალიანსი საპასუხოდ მზად არის.

"რუსეთის არაფრით პროვოცირებული აგრესიის დაწყებისთანავე ნატომ მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაუყოვნებლივ ჩართო საქმეში სწრაფი რეაგირების ძალები. ყველა მოკავშირეს შეაქვს წვლილი ნატოს გაძლიერებაში და როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, თუ კონფლიქტი მოვიდა ჩვენთან, ჩვენ მისთვის მზად ვართ, ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", - თქვა ბლინკენმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, დღე საღამოს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან და უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი შეეხო გასული ღამით რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმას. მისი თქმით, ეს არის უგუნური ნაბიჯი და რუსეთი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას.

"ნატო არ მონაწილეობს ამ ომში, არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, თუმცა ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ ჩვენ აუცილებელად დავიცავთ ყველა ჩვენს მოკავშირეს, რისი დასტურიცაა ის, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ჯარები განვალაგეთ", - თქვა მან. 

მან პუტინს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი