დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი მხარს უჭერს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში, უკრაინელი დევნილების შესახლებას

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერი, დომენიკ რააბი ამბობს, რომ ის მხარს დაუჭერს რუსი ოლიგარქებისთვის სახლების ჩამორთმევას და იქ უკრაინელი ლტოლვილების შესახლებას.

კითხვაზე, მხარს უჭერდა თუ არა ჩამორთმეული ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად - როგორც მოითხოვა საბინაო მდივანმა მაიკლ გოვმა - რააბმა უპასუხა: "დიახ, აბსოლუტურად".

მისი თქმით, ბრიტანეთი მოსკოვისთვის სანქციების დაწესების კუთხით უფრო წინ წავა. რააბის განცხადებით, მალე გამოაცხადებს გეგმას, რომ შეაჩეროს მდიდარი პუტინის მოკავშირეები, გამოიყენონ ბრიტანეთის მართლმსაჯულება კრემლის კრიტიკოსების, ჟურანალსტებისა და აკადემიკოსების გასაჩუმებლად.

ბრიტანეთში მთავრობის მიმართ ისმის კითხვები, თუ რატომ რჩება ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელი და პუტინის მოკავშირე, რომან აბრამოვიჩი არასანქცირებული. ხელისუფლება, გუშინ ასევე, გააკრიტიკეს ოლიგარქების ალიშერ უსმანოვისა და იგორ შუვალოვისთვის სანქციების დაწესების გამო, მაშინ, როცა ევროკავშირმა შუვალოვს სანქციები 23 თებერვალს დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი