"რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი" - სენატორი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. მან Fox-ის ეთერში თქვა, რომ აუცილებელია ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს ამ საქმეზე და რომ პუტინის მოკვლთ დიდ სამსახურს გაუწევენ როგორც რუსეთს, ისე მსოფლიოს.

"რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ჯარში მოიძებნება უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი, ოღონდ, ჯერ მოუწევს იმ ბუნკერში შეღწევა, სადაც ეს ლოქორა ცხოვრობს.

ერთადერთი ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. ადვილი სათქმელია, ძნელი გასაკეთებელი. თუ არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე სიბნელეში იცხოვროთ, იზოლირებული იყოთ დანარჩენი სამყაროსგან საშინელ სიღარიბეში, თქვენ უნდა მიიღოთ ზომები", - თქვა მან. 

მისი თქმით, "პუტინის ომის მანქანის აქილევსის ქუსლი" ნავთობსექტორია და აშშ-მ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შესყიდვა უნდა შეწყვიტოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი