
რადას პრორუსი დეპუტატი, ნესტორ შუფრიჩი უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების უკანონო გადაღებისთვის დააკავეს - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, УНІАН ავრცელებს.
მეხუთე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა იური ბირიუკოვმა განაცხადა. რომ შუფრიჩი დღეს დააკავეს. ის ოკუპანტებს უკრაინის არმიის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას აწვდიდა.
„ის, ვინც შუფრიჩი დააკავა, არის 206-ე ბატალიონი, ჩვენი პოზიციების გადაღება სულელური და საშიში საქმეა - წერს ბირიუკოვი.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ტელეგადაცემაში "სიტყვის თავისუფლება", სიტყვით გამოსვლისას, შეფრიჩმა უკრაინული ჯარი და მთავრობა ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.