როგორ იქცევა მთავრობა და ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინას | მაიკო ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

გამაოგნებელი, მოღალატეობრივი და ძალიან საშიში - მე მხოლოდ ეს სიტყვები მომდიოდა ამ დღეების განმავლობაში, როცა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ვისმენდი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

არათუ ტერმინი - რუსეთის შეჭრა არ მოგვისმენია მკაფიო ფორმულირებით. "ქართულმა ოცნებამ" უკრაინის ხელისუფლება და რუსეთთან ომში ჩართული მთავარსარდალი ზელენსკი ლამის ნაცებად გამოაცხადა, არ შეუერთდა დასავლეთის მიერ ოკუპანტისთვის დაწესებულ არც ერთ სანქციას და პირიქით - გაშლილი ხელებით ჩაეხუტა კრემლს - რომელმაც ახლა სანაცვლოდ რძის პროდუქტების მოსკოვში ჩატანის ნაბართვა მოგვიგდო, და ჩვენს საზღვრებთან ათობით ათასი საკუთარი მოქალაქე მოგვიყარა, საიდანაც ნაწილი მართლაც რეპრსიული რეჟიმის მიერ დევნილია, თუმცა ნაწილი ის რუსები არიან, ვინც ახლა დასავლური სანქიცებისთვის გვერდის შემოვლას სწორედ ჩვენი ქვეყნის დახმარებით ცდილობს.

ეს სხვა არაფერია, თუ არა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კაპიტულაცია. ამის შემდეგ სამხედრო კაპიტულაცია გინდ ყოფილა, გინდ არა. ერთი ხელით ზურგში ლახვარი ჩავეცით ჩვენს მეგობრებს და მეორე ხელით გვინდა იმ ევროპული ოჯახის კარი შევაღოთ, რომელიც სწორედ სოლიდარობასა და მრავალთა ერთობაზე დგას.

რაც საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად შეაღო, ეს რუსული ხომალდის კარია, რომელიც უკვე იძირება და კონკრეტული მიმართულებით მიექანება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი