
"საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია, ქართველ ხალხთან ერთად უკრაინელების და უკრაინის გვერდითაა" - ამის შესახებ ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე უკრაინის რადას თავმჯდომარეს მიმართავს.
15 უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ჩვენს ათასწლოვან მეგობრობას, ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას ზიანს აყენებს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებას. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები - "მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია" - ასე მოგვმართა დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართული უკრაინის რადას თავმჯდომარემ. დიახ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს.
საქართველოს ხელისუფლებამ იკადრა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უფრო უკადრებელი რამ - ოკუპანტ რუსეთთან ომში ჩართულ უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ფრთოსანი რაკეტები ეცემოდა უკრაინის ქალაქებს... ზუსტად ამ დროს მოლაპარაკებები ჰქონდათ თურმე გამართული რუსეთთან რძის მწარმოებელი კომპანიების ბაზარზე შეშვებასთან დაკავშირებით... საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია, ქართველ ხალხთან ერთად უკრაინელების და უკრაინის გვერდითაა" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
იხილეთ ასევე: