ახალმა ზელანდიამ სანქციების ახალი სია გამოაცხადა, რომელიც კონკრეტულ პირებს, სერვისებს, კომპანიებსა და აქტივებს მოიცავს. სანქციები ამ კვირაში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ახალი სანქციები დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას 100 რუსი ოლიგარქისთვის და ხელს შეუშლის მოსკოვში რეგისტრირებული სუპერიახტების, გემებისა და თვითმფრინავების შეღწევას ახალი ზელანდიის საჰაერო სივრცეში ან წყლებში.

"კანონპროექტი ასევე იძლევა სანქციების დაწესებას რუსეთის უკანონო ქმედებების თანამონაწილე სხვა სახელმწიფოების მიმართ, როგორიცაა ბელორუსია", - თქვა არდერნმა.

ახალ ზელანდიამ უკვე გამოიყენა მიზანმიმართული მოგზაურობის აკრძალვა, აკრძალა ექსპორტი რუსი სამხედროებისთვის და შეაჩერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი კონსულტაციები რუსეთთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი