რუსეთში, აქტივისტების ჯგუფების ინფორმაციით, დააკავეს მღვდელი, რომელმაც კვირას ომის საწინააღმდეგო ქადაგება თქვა. ის დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება.
BBC Russian-ის ჟურნალისტი ანდრეი ზახაროვი იტყობინება, რომ მამა ჯონ ბურდინი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ქადაგება წაუკითხა სოფელ კარაბანოვოს მცირე მრევლს.
ის ომის წინააღმდეგ ქადაგებდა, ადგილობრივებს უხსნიდა უკრაინის ქალაქებში მიმდინარე დაბომბვებისა და ნგრევის შესახებ, ასევე, საიტზე აზიარებდა ომის საწინააღმდეგო სურათებსა და პეტიციას.
პოლიციამ მას ბრალი წაუყენა "შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცისთვის" - რაც რუსეთის დუმის გასული კვირის გადაწყვეტილებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.