ვლოდიმირ ზელენსკის ცოლის მიმართვა ნატოს წევრ ქვეყნებს - დაიკეტოს ცა რუსეთის თვითმფრინავებისთვის. ელენა ზელენსკაია ვრცელ პოსტს Facebook-ში აქვეყნებს და წერს, რომ საომარი მოქმედებების გამო რუსულ აგრესიას 38 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, თუ პუტინს არ შეაჩერებენ დაღუპულების რიცხვი უფრო მეტად გაიზრდება
"ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად" - წერს უკრაინის პირველი ლედი.
ელენა ზელენსკაიამ პოსტთან ერთად ომის პერიოდში უკრაინაში დაღუპული ბავშვების ფოტოებიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, რუსმა დედებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები, ძმები, ქმრები ბავშვებს კლავენ.
"ნატოს ქვეყნებო! საბოლოოდ დახურეთ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენი შვილები არ მოკვდნენ", - წერს ის.