მდინარაძეს უკვირს, რატომ სცალია დავით არახამიას საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერ მდინარაძეს უკვირს, რატომ სცალია საომარი მოქმედებების დროს დავით არახამიას საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისთვის. მისი თქმით, არახამია ასეთ ვიდეოებს მაინც და მაინც საქართველოს უძღვნის.

"გულწრფელად მიკვირს, როგორც ერთ ადამიანს და არა პოლიტიკოსს, ამ ქვეყნის მოქალაქეს, და მე მგონია, რომ ეს შეგრძნება ბევრს გაუჩნდებოდა, მაგალითად არახამიას, რატომ სცალია მაინც და მაინც იმისთვის, რომ ცალკე მიუძღვნას საქართველოს და მისი ხელისუფლების კრიტიკას ვიდეორგოლები ამ საომარ სიტუაციაში. მაშინ როდესაც, თუ საქართველო არ უერთდება სანქციებს ამის მიზეზებიც მკაფიოდ გვაქვს განმარტებული, ასევე არ უერთდება მოლდოვა და სხვა ქვეყნები და მათ მიმართ მსგავსი არაფერი გვინახავს ამ დღეების განმავლობაში", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, უკრაინელ მაღალჩინოსნებს სხვებიც შეუძლიათ გააკრიტიკონ, მაგრამ მაინც და მაინც საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებულები.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი