
კრემლის ახალი ვერსია უკრაინაში ომის დაწყებაზე - დიდ ბრიტანეთში, რუსეთის საელჩოს Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მათი მიზანი დაპყრობითი ომი არაა.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთს სურს "შეაჩეროს ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება მოხდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ან დაიწყოს უკრაინის ტერიტორიიდან".
ლავროვი ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ რუსული აგრესიის მიზანი უკრაინელი ხალხის ჩაგვრისგან გათავისუფლებაა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დილით დაიწყო. პუტინმა, რომელიც ცდილობდა აგრესიის გამართლებას, გამოაცხადა, რომ ის იწყებდა "სამხედრო ოპერაციას" უკრაინის "დენაციფიკაციისა" და "დემილიტარიზაციის" მიზნით.