32 პირი და 14 ორგანიზაცია - იაპონიამ რუსეთსა და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

იაპონიამ გამოაქვეყნა სანქციების მესამე რაუნდი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ქვეყანამ გაყინა 32 რუსი და ბელარუსი ჩინოვნიკისა და ოლიგარქის აქტივები.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი სანქციები შეეხება კიდევ 20 რუსს - მათ შორის პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, ჩეჩნეთის ხელისუფლების ხელმძღვანელ კადიროვს, მთავრობასთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების აღმასრულებლ პირებს, მათ შორის "ვოლგა ჯგუფის", "ვაგნერისა" და "ტრანსნეფტის".

ასევე, პრესონალური სანქციები შეეხება ბელარუსის 12 მოქალაქეს, 2 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას.

იაპონიამ, ასევე, დააწესა აკრძალვა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობისა და ბელორუსისკენ მიმავალი ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მისმა სამხედროებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი