უკრაინას ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მან ასევე დაადასტურა, რომ  ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

"ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრის. თუ პუტინსაც არ ეშინია, მივიდეს შეხვედრაზე, დაჯდეს და ისაუბროს. ლავროვთან ჩემი შეხვედრა კი 
10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში.

პირველი რასაც ვეტყვი: "ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანაორგანიზატორთან. ამ მოლაპარაკებებში თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თუნდაც სცადოთ ამ დანაშაულის შეჩერება, ასე რომ მოდით, სერიოზულად ისაუბრეთ". თუ ის სერიოზული საუბრის ხასიათზე იქნება, მაშინ ჩვენ, როგორც დიპლომატს დიპლომატთან, სერიოზული საუბარი გვექნება. თუ ის დაიწყებს ძალიან აბსურდული პროპაგანდის გამეორებას, ჩემგან გაიგებს იმ მკაცრ სიმართლეს, რომელსაც იმსახურებს", - თქვა კულებამ. 

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 10 მარტს უნდა შედგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი