თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, პუტინი არ გაჩერდება და დაუპირისპირდება ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გააძლიერებს სამხედრო ამბიციებს და დაუპირისპირდება ნატოს ბალტიის ზღვის ქვეყნებს, თუ ის არ უკრაინაში არ გააჩერეს - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეპყრას რუსეთის საფრთხეს.

"თუ ჩვენ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, პუტინი არ გაჩერდება. ცხადია, ის ახლა რაღაც აგრესიულ საომარ განწყობაზეა და სამწუხაროდ, სავარაუდოა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებზეც გაგრძელდება", - განაცხადა მან.

მისი თქმით, გაკვეთილი, რომელიც ადრე უნდა გვესწავლა არის ის, რომ - "აგრესორის დამშვიდება არ მუშაობს და აგრესორი აუცილებლად უნდა შეჩერდეს".

ის პუტინისადმი დიპლომატიური შეთავაზებების მიმართ სკეპტიკურია, და ამბობს, რომ საკითხავია, მოაქვს თუ არა რაიმე ხელშესახები შედეგი ამას ომის შეჩერების, ცეცხლის შეწყვეტს ან ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ლატვიის ყოფილმა პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა რამდენიმე დღეში დაწესდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი