უკრაინის ომს გაქცეული ლტოლვილების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა - მონაცემებს BBC-ს გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფილიპო გრანდიმ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა მანამდე თქვა, რომ ეს ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
უკრაინიდან ყველაზე მეტი, 1.2 მილიონი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა. ქვეყანას ძირითადად ქალები და ბავშვები ტოვებენ.