ამერიკა პოლონეთში გზავნის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს "თავდაცვითი განლაგებისთვის", რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად ნატო-ს მოკავშირეები პოტენციური საფრთხისგან დაიცვას. ინფორმაციას CNN აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ეს არის გონივრული ძალის დაცვის ღონისძიება, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ერთგულებას მეხუთე მუხლის მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს არანაირ შეტევით ოპერაციებს. ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას", - ნათქვამია EUCOM-ის განცხადებაში.

"პატრიოტი" არის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა: ის შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი