რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტა, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა რამდენიმე ქალაქიდან ევაკუაცია შეძლონ. 

ჰუმანიტარული დერეფნები კვლავ მოეწყობა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და მარიუპოლის მიმართულებით ადგილობრივი დროით 10:00 საათზე [07:00 GMT]. მოსკოვმა უკვე მესამედ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა უმეტესობა ჩაიშალა.

გუშინ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს ქალაქ სუმიდან 5 000 ადამიანის ევაკუაცია. პროცესი დღეს დილითაც გაგრძელდება. სუმი რამდენიმე დღეა რუსეთის სასტიკი დაბომბვის ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მხოლოდ ორშაბათს 22 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად. 

გაეროს მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი