უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 10-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს. 

"ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მცდელობა ათზე მეტი იყო. იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ არის DRG-ები (დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები) რომლებსაც სურთ შევიდნენ სამთავრობო კვარტალში და ა.შ." - ამბობს ის. 

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას ჰყავს ძლიერი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქსელი და ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ამიტომ ეს მცდელობები აღკვეთილია.

მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ზელენსკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული რისკები არ გამქრალა. 

მანამდე ბრიტანულმა გაზეთმა "THE TIMES" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაურჩა სულ მცირე სამ მკვლელობის მცდელობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი