ჟიტომირი ისევ საჰაერო დარტმების სამიზნეა - რუსული ბომბი წუხელ საცხოვრებელი სახლის, საავადმყოფოსა და თბო-კომუნალ-ენერგოს სიახლოვეს ჩამოვარდა. არიან დაშავებულები.

ჟიტომირის მერი ამბობს, რომ დღეიდან, სამხედროების მოთხოვნით ღამის საათებში გარე განათებას გათიშავენ.

საჰაერო იერიშის შდეგად, ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს ხარკოვში.

"ჩვენი ქალაქი აღდგება ფერფლისგან და უკეთესი იქნება. ხალხი რასაკვირველია შეშინებულია, თუმცა გამარჯვება ძვირი ღირს და ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ხარკოველებო", - ამბობს იგორ ტერეხოვი, ხარკოვის მერი.

აფეთქებების ხმა ისმოდა გარეუბნებშიც. ქალაქში, რომელიც რუსი ოკუპანტების განსაკუთრებული სამიზნეა, ომის დაწყების დღიდან სულ 281 საცხოვრებელი სახლი და 102 სხვა ტიპის შენობა განადგურდა, მათ შორის 26 სკოლა და 23 საბავშვო ბაღი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი