რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინაში თერმობარულ იარაღს - იგივე ვაკუუმის ბომბს იყენებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
უწყება აღნიშნულის სადემონსტრაციოდ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, თუ როგორ მუშაობს შეიარაღების ეს სისტემა.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაში TOS-1A იარაღის სისტემის გამოყენება. TOS-1A იყენებს თერმობარულ რაკეტებს, რომლებიც ქმნიან ცეცხლგამჩენ და აფეთქების ეფექტებს", - წერს სამინისტრო.
28 თებერვალს ახტირკის მერმა განაცხადა, რომ რუსეთმა სუმის რეგიონის ქალაქ ახტირკაში სწორედ ვაკუუმის ბომბი ჩამოგდო, რომელიც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.