დღეს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გაიმართოს. სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
BBC-ს ცნობით, მხარეები უკვე თურქეთში არიან. მოლაპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით გაიმართება.
ცნობილია ოფიციალური კიევის მოთხოვნები - ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება. ამ შეხვედრასთან ერთად, ოფიციალური კიევი გერმანიის კანცლერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს.