დაასრულეთ სისხლისღვრა ახლავე - გაეროს გენერალური მდივანი მარიუპოლში დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო განყოფილების დაბომბვას ეხმაურება და ფაქტს "საშინელებას" უწოდებს. 

მისი განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობა უდიდეს ფასს იხდის ამ ომში, რომელთანაც საერთო მათ არაფერი აქვთ.

"ეს უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს. დაასრულეთ სისხლისღვრა ახლავე", - წერს ის.

მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვისას სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფეხმძიმე ქალები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი